13:04 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-05 12:04:32, 921 ნახვა

სამხედრო
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ხელმძღვანელობამ „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში დაკისრებული ფუნქცია მოვალეობების პირნათლად შესრულებისთვის 48 ქართველ სამხედრო მოსამსახურესა და აშშ-ის  საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის 11 საზღვაო ქვეითს მადლობის სიგელები გადასცა.

ცნობისთვის, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ეგიდით წარმოებულ "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში 43-ე ბატალიონი აშშ-ის საზღვაო ქვეითებთან ერთად მსახურობს. ქართველმა ჯარისკაცებმა მომზადება შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითების სასწავლო და საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელობით გაიარეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics