23:19 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-09 18:11:57, 6528 ნახვა

სპორტი
კახა კალაძე: სწორი მოდელია, როდესაც პარკინგის მენეჯმენტს ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს

„ჩემი აზრით, სწორი მოდელია, როდესაც პარკირების მენეჯმენტს ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს. ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება მძღოლების და ფეხით მოსიარულეების ინტერესები და სათანადოდ იქნება დაცული მათი უფლებები“, - აღნიშნული განცხადება პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ახალ ვიდეომიმართვაში გააკეთა, რომელიც დღეს გავრცელდა.

კახა კალაძემ ვიდეომიმართვა მთლიანად პარკირების პრობლემას და მისი მოგვარების გზებს მიუძღვნა.

 „თბილისელების მიერ გადახდილი თითოეული თეთრი ვინმეს ჯიბეში კი არ წავა, არამედ პირდაპირ იქნება მიმართული ქალაქის ბიუჯეტში და მთლიანად მოხმარდება პარკირების პროექტების განხორციელებას. ეს არის ის, რაც ჭირდებათ თბილისელებს. როგორც მოგეხსენებათ, წლების წინ გაფორმდა მიუღებელი და არასწორი ვალდებულებებით დატვირთული ხელშეკრულება, რამაც თბილისელებს რეალურად მოუტანა ძალიან ბევრი ჯარიმა და ნაკლები ადგილი პარკირებისთვის. თბილისის საცობების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არასწორი, ქაოტური პარკირება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობაა. პარკინგის მართვა ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული ადგილების შემოხაზვა, მონიშვნა თეთრი საღებავით და არც თუნდაც ჯარიმების გამოწერა. მე მგონია, რომ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ რაც უფრო ნაკლები მანქანის გასაჩერებელი ადგილი იქნება ქალაქში, მით უფრო მეტ ჯარიმას გამოწერს კერძო კომპანია. ეს, შეიძლება ითქვას, ინტერესთა კონფლიქტია. ჩვენ ვისმენთ შეუსწავლელ, პოპულიზმისკენ მიმართულ ვერსიებს - ხან ახალი კომპანიის შემოსვლაზე, ხან ბიუჯეტიდან ვიღაცის გასტუმრებაზე, რაც, მგონია, რომ კიდევ უფრო დააწვება თითოეულ თბილისელს ჯიბეზე. რეალურად ეს არის თბილისელების დისკომფორტის გადამისამართება ერთი კომპანიიდან მეორეზე და არა იმ პრობლემის რეალურად აღმოფხვრა, რომელიც აწუხებს თბილისს და თბილისელებს. ამიტომაც, საჭიროა საკითხის მიმართ სწორი სამართლებრივი და კომპლექსური მიდგომა და სწორი გამოსავლის პოვნა. ჩემი აზრით, სწორი მოდელია, როდესაც პარკირების მენეჯმენტს ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს. ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება მძღოლების და ფეხით მოსიარულეების ინტერესები და სათანადოდ იქნება დაცული მათი უფლებები. თბილისელების მიერ გადახდილი თითოეული თეთრი ვინმეს ჯიბეში კი არ წავა, არამედ პირდაპირ იქნება მიმართული ქალაქის ბიუჯეტში და მთლიანად მოხმარდება პარკირების პროექტების განხორციელებას. ეს არის ის, რაც ჭირდებათ თბილისელებს“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics