2016-11-30 10:12:09, 4584 ნახვა
კულტურა
ირლანდიაში ევროპული კინოფესტივალის ფარგლებში ქართული ფილმის „სიმინდის კუნძული" ჩვენება გაიმართა
ირლანდიის ქალაქ კილკენიში ყოველწლიური ევროპული კინოფესტივალის „SUBTITLE FILM FESTIVAL" ფარგლებში ქართველი რეჟისორის, გიორგი ოვაშვილის ფილმის „სიმინდის კუნძული" ჩვენება გაიმართა, რომელსაც ირლანდიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კინოფესტივალი 21 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით გაიმართა და „სიმინდის კუნძული" ფესტივალის პროგრამაში ორჯერ - 22 და 27 ნოემბერს მოხვდა. ქართულმა ფილმმა მაყურებლის დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს „SUBTITLE FILM FESTIVAL" მეხუთედ ჩატარდა და იგი ირლანდიაში ერთადერთი ევროპული კინოფესტივალია, სადაც ევროპულ ფილმებს ინგლისური სუბტიტრებით აჩვენებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან