17:10 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-09 19:57:16, 1273 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი: უნდა მოვახერხოთ, რომ რიგის სამიტისთვის, კონკრეტულ შედეგებს მივაღწიოთ

ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ  რიგის სამიტისთვის, რომელიც 21-22 მაისს გაიმართება, კონკრეტულ შედეგებს მივაღწიოთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლატვიაში სამუშაო ვიზიტის შეაჯამებისას განაცხადა.

პრემიერმა მნიშვნელოვანი უწოდა კონფერენციაში - „ევროპის განვითარების წელი“ საქართველოს მონაწილეობას და ლატვიასთან ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების გააქტიურების შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ლატვიის მთავრობისგან. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ის, რომ სამიტისთვის მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგებს. არ მინდა, საზოგადოებაში შევქმნა წინასწარი მოლოდინები, მაგრამ რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებთ. დანარჩენი დამოკიდებული იქნება საერთო კონიუნქტურაზე, საქართველოსა და ევროპაში იმ დროისთვის არსებულ ვითარებაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics