2015-01-09 12:40:33, 986 ნახვა
საზოგადოება
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საფრანგეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს ეწვია და 2015 წლის 7 იანვარს, პარიზში, სატირული ჟურნალის "Charlie Hebdo" რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
გიგი გიგიაძემ ფრანგ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„ამ ურთულეს მომენტში ჩვენ ვუდასტურებთ სოლიდარობას ჩვენს ფრანგ მეგობრებს. ტერორისტული აქტი, რომელიც განხორციელდა 7 იანვარს, არის თავდასხმა იმ უმთავრეს ევროპულ ღირებულებებზე, რომელსაც ჩვენ ყველანი ვიზიარებთ. ეს იყო თავდასხმა სიტყვის თავისუფლებაზე, დემოკრატიულ ღირებულებებზე. ჩვენ თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს და ვიზიარებთ მათ მწუხარებას. ჩვენ ვართ "Charlie Hebdo"“,-აღნიშნა გიგი გიგიაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან