2015-01-09 11:05:06, 1076 ნახვა
საზოგადოება
კახეთში ავტოტრანსპორტის გადაადგილების მხრივ პრობლემა არ შექმნილა
კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გუშინ ღამიდან ინტენსიურად თოვდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ რეგიონში, იწმინდებოდა გზები და იყრებოდა ტექნიკური მარილი.
კახეთში ავტოტრანსპორტის გადაადგილების მხრივ პრობლემა არ შექმნილა. ისევ თოვს, თუმცა გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.
მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა გზები აჭარაშიც, კერძოდ ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზაზე, სადაც თოვის გამო 30–ე კილომეტრზე მეწყერი ჩამოწვა. საავტომობილო მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგა და აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან