19:06 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-01 10:29:25, 4936 ნახვა

სამართალი
კახეთში ყაჩაღობის ბრალდებით დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა კახეთში ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიღბიანი პირები დაზარალებულის ბინაში ჯგუფურად, უკანონოდ შეიჭრნენ, მასზე ფიზიკურად იძალადეს და 8 200 ლარი, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონი გასტაცეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით - 1982 წელს დაბადებული ე.დ. და დედა-შვილი: 2008 წელს დაბადებული თ.ი. და წარსულში ნასამართლევი 1990 წელს დაბადებული ს.ი. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შენიღბული ბრალდებულები, მიმდინარე წლის 29 მარტს, გვიან ღამით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ -1955 წელს დაბადებულ ლ.ყ.-ს, საცხოვრებელ სახლში ყაჩაღურად თავს დაესხნენ, ფიზიკურად იძალადეს მასზე და ძალის გამოყენებით 8 200 ლარი, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონი გასტაცეს.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ სამივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე სამივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხა, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics