21:45 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-14 17:36:05, 1434 ნახვა

კომენტარი
ჯაღმაიძეს უნდა, რომ გავჩუმდე, ბიძინა ვაქო – არქიმანდრიტი დოროთე

არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა TV პირველთან საუბრისას თქვა, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ანდრია ჯაღმაიძესთან კომისიაზე მისვლას არ აპირებს, რადგან ზნეობრივი გადაცდომა არ ჰქონია და, მისი თქმით, თუკი მისი საჯარო განცხადებები არ მოსწონთ, აღნიშნული სინოდალურმა კომისიამ უნდა განიხილოს.

ყურაშვილის თქმით, ჯაღმაიძეს სურს გააჩუმოს, რასაც, მისი თქმით, არ აპირებს.

"იმ კომისიაში, სადაც მამა ანდრია [ჯაღმაიძე] არის არ შეიძლება ჩემი მისვლა, რადგან ის ჩემთან პრიდაპირ არის დაკავშირებული და თან ჩემს დასჯას აპირებს და თან გამოსასწორებულად. მე მამა ანდრიას ვეტყვი, რომ თავისი თავი გამოასწოროს და ჩემს გამოსწორებას დაანებოს თავი. რაც შეეხება კომისიას, ეს კომისია არის ზნეობრივი კომისია. მე ზნეობრივი გადაცდომა არ მქონია. ჩემი საჯარო განცხდებები თუ თქვენ არ მოგწონთ, მაშინ მომმართეთ წერილობით. თუ არასწორია, უნდა განიხილოს სინოდალურმა კომისიამ და არა მამა ანდრია ჯაღმაიძემ, მის კომპეტენციაში ეჭვი მეპარება, რომ მან საერთოდ იცის ქრისტიანობა.

მე არა ვარ მოვლენილი ერის მოსანათალად. მე ერს განვუცხადებ ჭეშმარიტებას, სიმართლეს და მართალი ხალხის გვერდით ვდგავარ. ამას მე მღვდლობითაც გავაკეთებ და მღვდლობის გარეშეც გავაკეთებ. ძალიან უნდა მამა ანდრიას, რომ გავჩუმდე, მთავრობა და ბიძინა ვაქო, როგორც თვითონ აქებენ და დავდუმდე ბიძინას პატრიარქის მიმართ გინებზე, მაგრამ არ დავდუმდები. დისციპლინარული გადაცდომა მას აქვს ბევრი და რაც უნდა ის გააკეთონ. ქრისტემ უთხრა იუდამ, როცას იუდას გაცემა ჰქონდა გადაწყევტილი, მიდი და გააკეთე ის, რაც ჩაიფიქრეო. მეც იგივეს ვეტყვი - მიდი და გააკეთე, რაც ჩაიფიქრე". - თქვა ყურაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics