21:26 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-29 14:15:01, 14352 ნახვა

High - Tech
LG-მ ჭკვიანი რესპირატორი წარადგინა

ბოლო დროს დამცავი პირბადე პლანეტის მოსახლეობის ყოველდღიურ აქსესუარად იქცა. ამის მიზეზი მეტწილად COVID-19-ით გამოწვეული პანდემია გახლავთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიდ ქალაქებში ჰაერის დაბინძურება მუდმივად იზრდება, რაც დამატებითი დაცვის საგანი ხდება. კორეული კომპანია LG ჰაერის გამწმენდ აქსესუარს  PuriCare Wearable Air Purifier-ს წარმოგვიდგენს.
მოწყობილობას 2 ვენტილიატორი, 2 H13 HEPA ფილტრი, რესპირატორული სენსორი და სუნთქვის სიხშირის სენსორი გააჩნია. LG აცხადებს, რომ რესპირატორი ერთი დატენვით 8 საათის მანძილზე  მუშაობს.                                                                                               
როცა პირბადეს არ ხმარობთ, ის სპეციალურ ანტიბაქტერიულ მოწყობილობაში უნდა იქნას მოთავსებული, სადაც მას ულტრაიისფერი განათება ბაქტერიებს მოაშორებს.
PuriCare Wearable Air Purifier-ის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ანალოგებთან ფასის კონკურენციისთვის LG-მ 250$ ზღვარს წესით არ უნდა გადააბიჯოს.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics