2020-06-03 17:27:36, 14462 ნახვა
Lifestyle
იტალიის მოქალაქემ, გათამაშებაში პაბლო პიკასოს ნახატი მოიგო
იტალიის მოქალაქემ, მილიონ ევროდ შეფასებული პაბლო პიკასოს ნახატი, 1921 წლის ნატურმორტი სახელად „ჭიქა აბსენტი და გაზეთის ნაჭერი“ გათამაშებაში მოიგო.
გათამაშებაში 50 ათასი ბილეთი იღებდა მონაწილეობას, თითოეულის ფასი კი 100$ შეადგენდა.
„იმ შემთხვევაში, თუ ნახატი სახლში კედელზე იქნება ჩამოკიდებული, მისი მოპარვის რისკი არც ისე დიდია, რაღათქმაუნდა დაზღვევა საჭირო იქნება. თუმცა ნახატი მილიონობით ადამიანმა ნახა, ქურდს კი ძალიან გაუჭირდება მისი გაყიდვა“, - განაცხადა აუქციონის ორგანიზატორმა, პერი კოშენმა.
შეგროვებული თანხიდან 900 ათასი ევრო წინა მფლობელს გადაეცა ხოლო დარჩენილი თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციებს. რომლებიც მადაგასკარის და კამერუნის მოსახლეობას სასმელი წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან