23:18 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-24 11:39:17, 1010 ნახვა

სხვადასხვა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ლეკვების გაჩუქების აქციას იწყებს

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მუნიციპალური თავშესაფრიდან  გამოყვანილი ლეკვების გაჩუქების აქცია დაიწყო.

როგორც “ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, თავშესაფრიდან გასული ლეკვები, უსაფრთხოა, როგორც ადამიანებისთვის, ასევე სხვა ცხოველებისთვის, მათ ჩატარებული აქვთ ლაბორატორიული გამოკვლევები, სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაცია, არიან სრულიად ჯანმრთელი და იდენტიფიცირებული საჭდის სახით.

მერიის ინფორმაციით,  ლეკვის ჩუქების შემთხვევაში პატრონს ადგილზე გადაეცემა სარეგისტრაციო მოწმობა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ზრუნავს მსგავსი მიზნით მუნიციპალური თავშესაფრიდან გაჩუქდეს რაც შეიძლება მეტი ცხოველი,მოხვდნენ გარემოში სადაც მათზე იზრუნებენ და არ აღმოჩნდებიან ისევ ქუჩაში. 

სააგენტოს მიზანია ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა. აქციის მიზანს კი წარმოადგენს უპატრონო ცხოველების რაოდენობის შემცირება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

 ლეკვების გაჩუქება  გაიმართება ყოველ კვირას მთაწმინდის პარკში. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს ჩაერთონ ცხოველებზე ზრუნვაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics