18:02 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-03 11:02:10, 1181 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით კონკურსი "ისაუბრე ფულზე - ისაუბრე კიბერუსაფრთხოებაზე" იწყება

ბაზისბანკი, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს მიერ ორგანიზებული ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი აქტივობების მხარდამჭერია.

ფულის გლობალური კვირეული საერთაშორისო ცნობიერების ასამაღლებელი ყოველწლიური კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ფინანსური განათლებისა და ფინანსური კეთილდღეობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუმ" 2026 წელი ციფრული განათლებისა და კიბერუსაფრთხოების წლად გამოაცხადა. სწორედ ზემოაღნიშნული თემების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, საქართველოს ეროვნული ბანკის პლატფორმა “ფინედუ” აცხადებს კიბერუსაფრთხოების თემაზე კომიქსების ღია კონკურსს  სახელწოდებით "ისაუბრე ფულზე - ისაუბრე კიბერუსაფრთხოებაზე", რომლის მხარდამჭერია ბაზისბანკი.

კონკურსის მიზანია, მოსწავლეებში კიბერუსაფრთხოების და ფინანსური უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ფინანსური გადაწყვეტილებებისას ფრთხილი და გონივრული ქცევების პოპულარიზაცია და ამ თემაზე დიალოგის წახალისება.

კონკურსის ფარგლებში მონაწილეები გუნდურად შექმნიან კომიქსებს, რომლებიც შემოქმედებითად და ინფორმაციულად წარმოაჩენს კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური უსაფრთხოების მნიშვნელოვან თემებს. 

კონკურსში ნამუშევრების მიღება 31 მარტს დაიწყება და 27 აპრილს დასრულდება. 15 მაისს გახდება ცნობილი გამარჯვებული გუნდები, რომლებიც ბაზისბანკისგან ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

კონკურსის შესახებ ხშირად დასმული კითხვები იხილეთ აქ





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სერბეთის პრეზიდენტი: უნგრეთისკენ მიმავალი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს
მეუფე შიო: ჩვენ ვიცით ასევე, როგორი ცვალებადი და მერყევია ადამიანი
ძლიერმა ქარმა თბილისში კორპუსების ფასადები დააზიანა
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები - ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics