03:51 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-30 13:01:51, 651 ნახვა

პოლიტიკა
რეჟიმის წარმომადგენელ ლაშხს სურს აპოლიტიკური ახალგაზრდები გამოზარდოს

ოლიგარქ ივანიშვილის წარმომადგენელს მარიამ ლაშხს სურს შემნას ახალგაზრდები რომელიც პოლიტიკით არ იქნებიან დაინტერესებული.

რეჟიმის წარმომადგენელმა ამის შესახებ განათლებისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებს უსმენენ.

"სახელოვნებო განათლება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია - ერთად უნდა ვიმსჯელოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კიდევ ერთი ახალი გვერდი დაიწეროს, შეიქმნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის ბიოგრაფიის შემქმნელები არიან, მაგრამ ასევე არიან ის ღირსეული ადამიანები, რომლებიც თუნდაც სცენას პოლიტიკურ ინსტრუმენტად არ გამოიყენებენ და ხელოვნებას შესაბამისს პატივისცემას და იმ ღირსებას მისცემენ, რომლითაც ჩვენი ქვეყანა დღევანდლამდე მოვიდა" -თქვა ლაშხმა.

ისტორიული ცნობით, „ახალი ადამიანი“ (ან „ახალი საბჭოთა ადამიანი“) იყო სოციალისტური სისტემის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგიური პროექტი, რომლის მიზანიც სრულიად განსხვავებული ტიპის პიროვნების შექმნა იყო.  პროექტი ხორციელდებოდა განათლების, პროპაგანდისა და ხელოვნების (სოციალისტური რეალიზმის) მეშვეობით, რათა აღმოეფხვრათ „ძველი სამყაროს“ გადმონაშთები, როგორიცაა კერძო საკუთრების სიყვარული ან ინდივიდუალიზმი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics