19:29 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-29 12:52:34, 913 ნახვა

მსოფლიო
ეგვიპტეში გატაცებულ თვითმფრინავში ამ დროისთვის მხოლოდ ეკიპაჟის წევრები და 4 მგზავრი იმყოფება

ეგვიპტეში გატაცებულ სამგზავრო თვითმფრინავში ამ დროისთვის მხოლოდ ეკიპაჟის წევრები და 4 მგზავრი იმყოფება.

ეგვიპტულმა ტელევიზიამ სავარაუდო ტერორისტის ფოტოსურათიც გამოაქვეყნა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, მგზავრებს შორის დიდი ბრიტანეთის 3  მოქალაქეა. გამტაცებელმა დანარჩენ მგზავრებს ბორტის დატოვების უფლება მისცა.

მედია ინფორმაციის ცნობით, პირებს შორის, რომელიც გამტაცებელმა გაუშვა, უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში 80-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

ეგვიპტური მედიის ცნობით, სამგზავრო თვითმფრინავის გამტაცებელი ვინმე იბრაჰიმ სამაჰაა, რომელიც ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლობს და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტია.

არაოფიციალური მონაცემებით, ის ეთნიკური ეგვიპტელი ან ლიბიელია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics