|
2016-03-26 16:11:51, 987 ნახვა
მსოფლიო
ირანული მედია - პენტაგონი ერაყში კონტინგენტის გაზრდას გეგმავს
ირანული მედიის ინფორმაციით, პენტაგონი ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში კონტინგენტის გაზრდას გეგმავს. როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან, ამერიკელები მოსულის ე.წ. „ისლამური სახელმწიფოსგან“ გათავისუფლებისთვის ემზადებიან. მათივე ცნობით, აშშ-ის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარემ, გენერალმა ჯოზეფ დანდფორდმა განაცხადა, რომ ერაყში კონტინგენტის გაზრდა იგეგმება. „ჩვენ მთელი რიგი რეკომენდაციები გვაქვს, რომლებიც პრეზიდენტთან უნდა განვიხილოთ. ეს ერაყის უშიშროების ძალების შემდგომ მხარდაჭერას ეხება“, - განაცხადა გენერალმა. მისივე თქმით, პენტაგონი კონტინგენტის გაზრდას გეგმავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამის შესახებ ჯერ არაა მიღებული. ერთ-ერთი ადგილობრივი მედია საშუალების ინფორმაციით, პენტაგონის კონტინგენტმა ერაყში უკვე 3 870 სამხედროს გადააჭარბა. კიდევ ერთი ადგილობრივი მედია 5 ათას სამხედროზე წერს. სამხედრო ექსპერტების თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსულის გათავისუფლებას გულისხმობს, რადგან დედაქალაქი ნავთობის ცენტრად მიიჩნევა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)