2016-03-26 11:56:59, 914 ნახვა
მსოფლიო
ბაღდადში აფეთქების შედეგად 30-მდე ადამიანი დაიღუპა, 90-ზე მეტი კი, დაშავდა
ბაღდადის მიმდებარე სოფელში ადგილობრივი საფეხბურთო მატჩის დროს ტერორისტმა თავი აიფეთქა.
დასავლური მედიის ინფორმაციით, აფეთქებას სულ მცირე 30-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 90-ზე მეტი კი, დაშავებულია.
ადგილობრივების განცხადებით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც გამარჯვებული გუნდისთვის ჯილდო უნდა გადაეცათ.
"მაშინ როდესაც გამარჯვებული გუნდისთვის ჯილდო უნდა გადაეცათ თვიმთკვლელმა თავი აიფეთქა იქ სადაც ხალხი იყო შეკრებული", - განაცხადა ადგილობრივმა პოლიციის უფროსმა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან