19:24 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-23 14:10:15, 674 ნახვა

ეკონომიკა
სემეკმა „ენერგო პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის ტარიფი 3,348 თეთრით გაზარდა

სემეკმა „ენერგო პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი დღგ-ს გარეშე, 3,348 თეთრით გაზარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საჯარო სხდომაზე იქნა მიღებული.  

სამომხმარებლო ტარიფი თითოეულ საფეხურზე დაახლოებით 3 თეთრით  გაიზარდა. 

ცნობისთვის, ამ ეტაპზე სამომხმარებლო ტარიფი (დღგ-ს გარეშე)101 კვტსთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისათვის 7.630 თეთრს შეადგენს; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 11.000 თეთრს; 301 კვტსთ-დან და მეტი - 14.830 თეთრს შეადგენს.

შესაბამისად 101 კვტსთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისათვის ტარიფი 10.978 თეთრი, 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 14.348 თეთრი, ხოლო 301 კვტსთ-დან და მეტი - 18.178 თეთრი იქნება.

"ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლების განცხადებით, წარმოდგენილი პროექტით ზრდა საკმარისი არ არის. ისინი დაახლოებით 4,2 თეთრით ზრდას ითხოვდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics