2015-07-21 10:02:30, 637 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.2632 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი 2.2632 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.2718 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0086 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს 2.4515 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.4706 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0191 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან