2015-07-20 17:04:12, 557 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი ხვალ 2.2632 ლარი ეღირება
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, ხვალ 1 დოლარი 2.2632 ლარი ეღირება. დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.2718 ლარადაა შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0086 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ 2.4515 ლარი ეღირება. დღეს კი, მისი შეძენა 2.4706 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0191 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან