|
2015-07-06 13:18:40, 582 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილის ინფორმაციით, ქობულეთში თხილის გადამამუშავებელი ქარხანა წელიწად-ნახევარში გაიხსნება
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ქობულეთში 5 000 ტონის წარმადობის თხილის გადამამუშავებელი ქარხანა დაახლოებით წელიწად-ნახევარში გაიხსნება. "ქობულეთში იგეგმება 5 000 ტონის წარმადობის თხილის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, სადაც დაახლოებით, 80 ადამიანის დასაქმება მოხდება. მთლიანი ინვესტიცია იქნება, დაახლოებით, 830 მილიონი ლარი. მთავრობის წინა სხდომაზე დავამტკიცეთ ეს პროექტი. გადავეცით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1 ლარად საინვესტიციო ვალდებულებებით. დაახლოებით, წელიწად-ნახევრის ფარგლებში, შეიძლება უფრო ადრეც უკვე გაიხსნას ეს ქარხანა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, მთავრობის განკარგულებით, შპს "გლობალ თრეიდს" პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა ქობულეთში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სადაც თხილის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება. 1 ლარად გადაცემული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 207 918 ლარია.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)