09:41 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-01 13:03:59, 574 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური საერთაშორისო საგადასახადო დიალოგის გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალური მდივნის, ანხელ გურიას მიწვევით,  მე-6 საერთაშორისო საგადასახადო დიალოგის (ITD) გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც მიმდინარე წლის 1-3 ივლისს, პარიზში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საკონფერენციო ცენტრში იმართება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, წელს კონფერენციის მონაწილეები მსჯელობენ თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას იმისათვის, რომ ქვეყნების საგადასახადო პოლიტიკამ და საგადასახადო ადმინისტრირებამ ხელი შეუწყოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. დისკუსია აგრეთვე შეეხება დაბეგვრის საკითხებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით. გაზიარებული იქნება OECD-ის წევრ ქვეყნებს შორის გამოცდილება გადასახადების ადმინისტრირების კუთხით.

საერთაშორისო საგადასახადო დიალოგი ევროკომისიის (EC), ინტერ-ამერიკული განვითარების ბანკის (IDB), საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), მსოფლიო ბანკის ჯგუფის (WBG) და საგადასახადო ადმინისტრაციების ინტერ-ამერიკული ცენტრის  (CIAT) ერთობლივი ინიციატივაა, რომლის მიზანია, სხვადასხვა ქვეყნების საგადასახადო მოხელეებს, რეგიონულ საგადასახადო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ძირითად ბენეფიციარებს შორის საგადასახადო საკითხებში დიალოგის წახალისება და ხელშეწყობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics