14:40 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-20 15:23:06, 11296 ნახვა

High - Tech
Google Huawei-ს ანდროიდის გამოყენებას უკრძალავს

ამერიკულმა გიგანტმა კორპორაცია "გუგლმა" , მის საკუთრებაში არსებულ ოპერატიულ სისტემა "ანდროიდის" ახალ ვერსიებს ,ჩინურ კომპანია "ჰუავეის" აღარ მიაწოდებს. საბოლოო ვერდიქტამდე გამოშვებულ მოწყობილობებს, რომლებზეც უკვე არის დაყენებული "ანდროიდი", ეს აკრძალვა არ შეეხება, მაგრამ ისინი განახლებას აღარ მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. 
ამის მიუხედავად Huawei-ს "გუგლის" ღია სისტემის გამოყენებას მაინც შეეძლება, მაგრამ მხოლოდ იმ წინაპირობით, რომ მას "ანდროიდი" არ ერქმევა და მასში Google, Gmail, Google Drive, Google Maps, Google Play ყველა სხვა "გუგლის" საავტორო პროგრამები  გამოყენებული არ იქნება.
ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ Huawei-ს და Honor-ს ან ახალი პროგრამული უზრუნველყოფის პარტნიორის მოძიება დასჭირდება, ან ამ კრიზისთან საკუთარი ძალებით გამკლავება მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ აშშ-ის კომერციის დეპარტამენტმა "ჰუავეი" და მის მფლობელობაში არსებული 70 კომპანია შავ სიაში შეიყვანა.  დეპარტამენტი ჩინურ კომპანიას "აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების წინააღმდეგ ქმედებებში ადანაშაულებენ". 





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანის პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics