03:21 - 12 Apr, 2026
|
2015-06-29 12:23:40, 569 ნახვა
ეკონომიკა
სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი პარლამენტში ჯერ არ შესულა
2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი მთავრობას პარლამენტისთვის ჯერ არ წარუდგენია. თუმცა საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის წარდგენას პარლამენტში დღეს ელოდებიან. დოკუმენტის გადაგზავნის შემთხვევაში, მას ბიუროს სხდომაზე განიხილავენ, რის შემდეგაც უკვე მასზე მსჯელობა კომიტეტებში დაიწყება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, მცირდება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, თუმცა ეს არ ეხება სოციალურ და კაპიტალურ ხარჯებს. საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით კი ბიუჯეტში კორექტივების შეტანა უკვე დაგვიანებულია და ეს ცვლილება ეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად საკმარისი არ იქნება. სახელმწიფო ბიუჯეტის შემცირება 140 მილიონი ლარით იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)