23:30 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-25 11:27:46, 651 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, რიკოთი–არგვეთას ავტომაგისტრალი დაახლოებით 1 მილიარდ ლარამდე დაჯდება

„აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის უმოკლეს ვადებში დასრულება, ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს „ქორთიარდ მერიოტში“ განუცხადა, სადაც საქართველოს მთავრობისა და დონორთა შეხვედრა აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროგრამის განხილვის მიზნით მიმდინარეობს.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა,  რიკოთი-არგვეთას ავტომაგისტრალი დაახლოებით  750 მილიონიდან 1 მილიარდ ლარამდე დაჯდება.

 „აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის უმოკლეს ვადებში დასრულება არის უმთავრესი პრიორიტეტი. ეს არის ყველაზე რთული მონაკვეთი. რიკოთის მონაკვეთი დაახლოებით 750 მილიონიდან 1 მილიარდ ლარამდე ჯდება, სხვადასხვა პროექტების მიხედვით. ჩვენი მიდგომაა, მაქსიმალურად იქნას კერძო სექტორი ჩართული, რათა ქვეყნის სუვერენულ ბალანსზე აისახოს რაც შეიძლება ნაკლები ვალი. დღევანდელი დღიშ შემდეგ, ძალიან ბევრი რამ უფრო ცხადი გახდება“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ ალტერნატიული გზა იქნება, აღნიშნული ავტომაგისტრალი შესაძლოა, ფასიანი გახდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics