01:55 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-23 15:46:07, 571 ნახვა

ეკონომიკა
დავით ონოფრიშვილი: ბიუჯეტის 140 მილიონი ლარით შემცირება საკმარისი არაა

დავით ონოფრიშვილი: ბიუჯეტის 140 მილიონი ლარით შემცირება საკმარისი არაა

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის შეფასებით, ბიუჯეტის 140 მილიონი ლარით შემცირება საკმარისი არაა.

ამის შესახებ დავით ონოფრიშვილმა ბიუჯეტის კორექტირების საკითხზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ წლის ბოლოს ბიუჯეტში გარღვევა არ აღმოჩნდეს, მისი შემცირება 200-300 მილიონით უნდა მომხდარიყო.

„თუკი მთავორბა ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება ორი პროცენტი, 140 მილიონი ლარით ბიუჯეტის შემცირება საკმარისი არაა. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ 200-300 მილიონით უნდა იყოს შემცირებული ბიუჯეტი, რათა დაბალანსდეს და წლის ბოლოს გარღვევა არ აღმოჩნდეს“, - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

მისივე თქმით, ბიუჯეტის კორექტირება მნიშვნელოვნად დაგვიანდა და ხარჯების შემცირება სულ უფრო ძნელი იქნება.

„უკვე ივნისის შუა რიცხვებია და პარლამენტში არ შემოსულა კორექტიორებული ვარიანტი. ფაქტია, რომ დრო გადის და ხარჯების შემცირება სულ უფრო და უფრო გაჭირდება. წლის პირველ ნახევართან ერთად, ეს ხარჯებიც გაწეული იქნება. ბიუჯეტის კორექტირება მნიშვნელოვნად დაგვიანდა, თუმცა პარლამენტში ხმის მიცემით, კორექტირებულ ბიუჯეტს სხვა ძალა აქვს და ცხადია ეს ხარჯები ვეღარ გაიწევა. თუკი ამ ხარჯების გაწევა მაინც მოხდება, ეს რა თქმა უნდა პრობლემებს შექმნის როგორც ბიუჯეტში, ასევე ლარის კურსთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი პარლამენტში, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში შევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics