2015-06-15 17:42:28, 590 ნახვა
ეკონომიკა
"ლიბერთი ბანკის” მიერ გახსნილ ანგარიშზე ამ დროისთვის დამატებით 84,615 ლარია შესული
“ლიბერთი ბანკმა” სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 100 000 ლარი გადარიცხა.
ბანკის მონაცემებით, “ლიბერთი ბანკის” მიერ გახსნილ ანგარიშზე ამ დროისთვის დამატებით 84,615 ლარია შესული.
ანგარიშზე თანხის შეტანა შესაძლებელია რამდენიმე არხით: ლიბერთი ბანკის ნებისმიერი ფილიალიდან, ლიბერთი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან, ვებ გვერდიდან www.PAY.ge, ინტერნეტ/მობილ ბანკით და საბანკო გადარიცხვებით.
შეგახსენებთ ანგარიშის რეკვიზიტებს:
ადგილობრივი გადარიცხვებისთვის (ვალუტა- ლარი): GE27LB0010045017001717, LBRTGE22 (220101412)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან