2015-06-12 16:54:40, 622 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი ხვალ 2.2494 ლარი ეღირება
ლარი მცირედით გამყარებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის გაცვლითი ახალი ოფიციალური კურსით, ხვალ 1 დოლარი 2.2494 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.2546 ლარადაა შესაძლებელი. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0052 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაშიც გამყარდა. 1 ევროს ღირებულება ხვალ 2.5164 ლარი იქნება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.5414 ლარს შეადგენს. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0250 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან