|
2015-06-12 13:34:57, 1091 ნახვა
ეკონომიკა
ზუგდიდში, სავაჭრო ცენტრ „რუხი მოლი“–ს მშენებლობა ივლისის ბოლოს დაიწყება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, რომელიც აფხაზეთის ადმინისისტრაციულ საზღვართან მდებარეობს მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი „რუხი მოლი“ –ს მშენებლობა მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დაიწყება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის გამგეობიდან აცნობეს. რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის, ლიკა ქვარცხავას განმარტებით, „რუხი მოლი“ –სთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე ამ წუთებში ძველი ნაგებობის დემონტაჟი მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით კი უკვე დასრულებულია მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის პროექტირება. მშენებლობა ივლისის ბოლოს დაიწყება და 2015 წლის შემოდგომაზე დასრულდება. მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი რუხში. ცენტრში სავაჭრო ფართების გარდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმღები პუნქტი, მცირე სამაცივრე დანადგარები, ასევე, ფოსტა, აფთიაქი, ბანკი და ვეტერინარული კლინიკა განთავსდება. ობიექტზე 1000-მდე ადგილობრივი მუშა ხელი დასაქმდება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)