09:43 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-11 12:18:43, 691 ნახვა

ეკონომიკა
ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის დაზუსტებული მონაცემების წარდგენა გადაიდო

ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის წარდგენა, რომელიც პრემიერმა ფინანსთა მინისტრს 10 ივნისისთვის დაავალა, დღეს ვერ მოხერხდა.

მთავრობის სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტი წარადგინეს. როგორც ხადურმა აღნიშნა, ეკონომიკური ზრდა ახალ ბიუჯეტში 5%-ის ნაცვლად, 2% იქნება.

"მოგეხსენებათ, დავალება იყო, 10-ში წარვადგინეთ ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტი. იგი ითვალისწინებს რამდენიმე სერიოზულ მიმართულებას. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ გათვალისწინებულია რომ ეკონომიკური ზრდა ნაცვლად 5%-სა იქნება 2%, ინფლაცია იქნება 3%. გადაწყდა, რომ სახაზინო ვალდებულებების ემისია შემცირდება 100 მილიონი ლარით. მივიღეთ დავალება, რომ განვახორციელოთ კონსულტაციები მინისტრებთან და მომავალ კვირას წარმოვადგინოთ უკვე დაზუსტებული მონაცემები, თუ რომელ სამნისტროს რა მიმართულებით ექნება ეკონომია ან პირიქით გაზრდა. ჩვენ ასევე გვექნება აქტიური კონსულტაცია ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რომ გადახედონ მათ ბიუჯეტს, რომ მივაღწიოთ მიზანს - საქართველოს ბიუჯეტი არ აღემატებოდეს მშპ-ს 3%-ს",-განაცხადა ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics