2015-06-05 11:20:54, 607 ნახვა
ეკონომიკა
ჰენრი კერალი: მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს
მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორის სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალის განცადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს.
ამის შესახებ კერალიმ ჟურნალისტებს ერონული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის კომენტირებისას განუცხადა.
"მსოფლიო ბანკისთვის მთავარი საკითხია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი იყოს დამოუკიდებელი და ასეთად დარჩეს. მომავალ კვირას ჩვენ, სავარაუდოდ, გავავრცელებთ განცხადებას ჩვენი პოზიციის შესახებ, საკანონმდებლო ინციატივასთან დაკავშირებით, რომელიც საბანკო ზედამხედველობას ეხება",-აღნიშნა ჰენრი კერალიმ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან