2015-06-01 16:48:29, 604 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის გაცვლითი ახალი ოფიციალური კურსით, ხვალ 1 დოლარი 2.3102 ლარი ეღირება, დღეს კი მისი შეძენა 2.3112 ლარადაა შესაძლებელი. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაშიც გამყარდა. 1 ევროს ღირებულება ხვალ 2.5220 ლარი იქნება, დღეს კი მისი ღირებულება 2.5349 ლარს შეადგენს. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0129 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან