2015-05-28 15:16:26, 646 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, სპორტულ ტანვარჯიშში საქართველოს ღია ჩემპიონატი გაიმართება
28 მაისიდან 30 მაისამდე, „ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, სპორტულ ტანვარჯიშში საქართველოს ღია ჩემპიონატი გაიმართება.
ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს, 30 სპორტსმენი: საქართველოდან, რუსეთიდან, ხორვატიიდან, ბელორუსიიდან და შვედეთიდან. საქართველოს ღია ჩემპიონატი, თბილისის ახალგაზდული ოლიმპიური ფესტივალის სატესტო ტურნირია.
აღსანიშნავია, რომ „ვითიბი ბანკი“ 2012 წლიდან საქართველოს ტანვაჯიშის სახეობათა ფედერაციის გენერალური სპონსორია. ვითიბი ბანკის სასპონსორო მხარადაჭერა, ხელს უწყობს მოზარდების სპორტულ განვითარებას და სპორტსმენების თბილისის ოლიმპიური ფესტივალისთვის მომზადებას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან