14:42 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 13:26:58, 509 ნახვა

სამხედრო
თინა ხიდაშელი დაჭრილ მეომრებს შეხვდა

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელი სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებების მონაწილე დაჭრილ მეომრებს შეხვდა.

შეხვედრაზე თინა ხიდაშელმა სამხედროებისგან მათი სოციალური პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და ჯარისკაცებს მათი პრობლემების მოგვარებას დაპირდა.

„შეხვედრა მქონდა დაჭრილ მეომრებთან. სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებების მონაწილეები იყვნენ, როგორც აგვისტოს ომის, ასევე სამშივდობო ოპერაციების დროს დაჭრილი ჩვენი მეომრები. პირველივე დღიდან ვთქვი, რომ ჩემი ერთ-ერთი საზრუნავი ეს ადამიანები არიან, მათი სოციალური პრობლემების მოგვარება. საკითხები ბევრი აქვთ, მათ შორის მნიშვნელოვანი ნაწილი საკანონმდებლო რეგულირებას საჭიროებს. ჩვენ პირობა მივეცით, რომ ერთი თვის განმავლობაში ყველა კონოპროექტი  მზად გვექნება. კონკრეტულ ინიციატივას პირველ რიგში მათთან გავივლით, თუ როგორ შეიძლება, რომ ეს საკითხები დავარეგულიროთ და შემდეგ, დიდი იმედი მაქვს, საქართველოს პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას. ბუნებრივია ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერაც დაგვჭირდება ძალიან კონკრეტული თემების მოგვარებაში, რომელიც ამ ადამიანებს აწუხებთ. გადაუჭრელი არაფერია. ეს ადამიანები უზარმაზარ პატივისცემას იმსახურებენ, ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა მათი საკითხები მოვაგვაროთ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე ინფორმაციით, ამ კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეების საკითხებზე თავდაცვის სამინისტროში სპეციალური დეპარტამენტის შექმნა იგეგმება.

„დაგეგმილი გვაქვს ახალი დეპარტამენტის შექმნა, რომელიც სწორედ ამ საკითხებზე იქნება ორიენტირებული. ამ წუთის მდგომარეობით თავდაცვის სამინისტროში ერთი ადამიანი მუშაობდა მხოლოდ ამ თემებზე, ამ პრობლემატიკაზე. მე ორი მრჩეველი მყავს სამწუხაროდ, რომელიც ამ თემებზე იმუშავებს. მინისტრის მოადგილის პირდაპირი ვალდებულება იქნება ამ საკითხების კურირება. ვფიქრობ, უნდა არსებობდეს სპეციალური უწყება, სადაც მივა ეს ხალხი და ეცოდინებათ ვის უნდა ელაპარაკონ და ღარ იქნება დანეულობა და გაურკვევლობა“,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანის პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics