2015-05-21 09:39:45, 631 ნახვა
ეკონომიკა
ხადური: ბიუჯეტი ხარჯვითი ნაწილის მეშვეობით გაცვლით კურსზე ზეგავლენას მომავალშიც არ მოახდენს
„ბიუჯეტი მომავალშიც არ მოახდენს ხარჯვითი ნაწილის მეშვეობით გაცვლით კურსზე ზეგავლენას“,-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ბიუჯეტის კორექტირება სოციალურ ხარჯებს არ შეეხება.
„ბიუჯეტი არც მომავალში არ მოახდენს ხარჯვითი ნაწილის მეშვეობით გაცვლით კურსზე ზეგავლენას. მაკროეკონომიკური პარამეტრების კორექტირების შემდეგ თავისთავად ცხადია, დღის წესრიგში დადგება ბიუჯეტის კორექტირება, თუმცა კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ეს არ შეეხება სოციალურ ხარჯებს. ამავე დროს ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ დამატებითი დაფინანსების ხარჯზე გავზარდოთ ინფრასტრუქტურული პროექტები“,-განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან