2015-05-20 17:27:29, 729 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ლარის გამყარება ტურიზმის ზრდამ გამოიწვია
ლარის გამყარება, სავარაუდოდ, ტურიზმის ზრდამ გამოიწვია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბოლო დღეების განმავლობაში ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენციის კომენტირებისას განაცხადა.
"ძალიან კარგია, რომ ლარის გამყარება მიმდინარეობს, ეს უკვე ძალიან დადებითია. სავარაუდოდ, ტურიზმის ზრდამ გამოიწვია. ტურისტების ნაკადი ალბათ თქვენც შეამჩნევდით, მნიშვნელოვნად არის მომატებული. უცხოური ვალუტის შემოდინება მნიშვნელოვანია, ასევე EBRD-ის შეხვედრის დროს ძალიან ბევრი სტუმარი იყო ჩამოსული. ზოგადად, მე მეგონია, რომ ეს ძალიან კარგი და მისასალმებელია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან