14:14 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-15 15:19:40, 576 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის ეკონომიკის მინისტრს კარენ ჩშმარიტიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში EBRD-ის წლიურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად თბილისში იმყოფება.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე და სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე სერგეი ავეტისიანი, ასევე  სხვა ოფიციალური პირები.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-სომხეთის საგარეო-ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და სომხეთს შორის გაფორმებულია 60-მდე საერთაშორისო ხელშეკრულება, მათ შორის, ეკონომიკური ხასიათის შეთანხმებები.

უწყების ცნობით, სომხეთის მხრიდან საქართველოში, 2003-2014 წლებში 20.13 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, სომხეთიდან განხორციელებული ინვესტიციების ოდენობა, წინა წელთან შედარებით, 139%-ით არის გაზრდილი. სტატისტიკის მონაცემების თანახმად, 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოში დარეგისტრირებულია 548 საწარმო სომხეთის კაპიტალის მონაწილეობით.

სომხეთის ტურისტული ბაზარი საქართველოსათვის ერთ-ერთ მზარდ ბაზარს წარმოადგენს. სომხეთიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2014 წლის მონაცემების მიხედვით, ვიზიტორების ოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 2.6%-ით და შეადგინა 1,325,635 ვიზიტორი.  0.5%-ით არის გაზრდილი ასევე  2015 წლის იანვარი-აპრილში სომხეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა .





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics