09:54 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-15 12:35:29, 553 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური იაპონიის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურსა და იაპონიის ფინანსთა სახელმწიფო მინისტრს იშუ სუგავარასთან გამართულ შეხვედრაზე.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა  იმ საგრანტო დახმარებისთვის, რომელსაც იაპონიის მთავრობა ყოველწლიურად უწევს საქართველოს მთავრობას იაპონიის არასაპროექტო საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საუბარი შეეხო იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.

„გვინდა მივულოცოთ ქვეყნის მთავრობას და მოსახლეობას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის საქართველოში გამართვა“, - განაცხადა იაპონიის ფინანსთა სახელმწიფო მინისტრმა, რომელიც თბილისს  სწორედ აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ეწვია.

იშუ სუგავარას თქმით, სამომავლოდ განიხილება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის  მშენებლობისთვის იაპონიის მხრიდან დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენის  საკითხი.  ასევე იგეგმება, კახეთსა და იაპონიის ერთ-ერთ ღვინის მწარმოებელ რეგიონს შორის  მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics