05:12 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 22:53:56, 524 ნახვა

ეკონომიკა
ლატვიის ფინანსთა მინისტრი ქართველ კოლეგას შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს რიმანტას შადჟიუსის EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში შეხვდა.

ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის საგადასახადო სფეროში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივას.

ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული მიმართულებით საქართველოს დადებით გამოცდილებას.

„საქართველოს აქვს შესანიშნავი გამოცდილება გადასახადების ელექტრონული ადმინისტრირების მიმართულებით. ვფიქრობ, აუცილებლად უნდა შევისწავლოთ თქვენი გამოცდილება და ის მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც ლიტვის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ტრადიციულად უკვე დიდი ხანა არსებობს, მომავალშიც შევინარჩუნოთ და გავაღრმაოთ,“ - განაცხადა რიმანტას შადჟიუსიმ.

მისივე თქმით, საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობებს შორის არსებობს შეთანხმება სამთავრობოთაშორისი კომისიის ფორმირების შესახებ, რომელიც ორმხრივი ურთიერთობების ეფექტურად წარმართვას ემსახურება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის თქმით, ლიტვის რესპუბლიკა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, დაინტერესებულია საგადასახადო და საბაჟო სფეროში ჩვენი ქვეყნის გამოცდილების გაცნობით, რისთვისაც ლიტვის ფინანსთა მინისტრი კვლავ გეგმავს თბილისში ჩამოსვლას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics