03:41 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 17:55:11, 554 ნახვა

ეკონომიკა
ვანო მთვრალაშვილი: არსებულ ვითარებაში საქართველოში საწვავი გაცილებით მეტით უნდა გაძვირებულიყო

„საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ნავთობპროდუქტების ფასის გათვალისწინებით საქართველოში საწვავი გაცილებით მეტით უნდა გაძვირებულიყო“, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ "ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა საწვავის ფასების მომატების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
მისი განცხადებით, საწვავის ადგილობრივ ფასზე ორი ფაქტორი ახდენს გავლენას - ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში და ნავთობპროდუქტებზე არსებული საერთაშორისო ფასი. მთვრალაშვილის თქმით, ნავთობიმპორტიორი კომპანიების მხრიდან ფასების მატება მყისიერად არ ხდება.
„საერთაშორისო ბაზრებზე ფასები "PLATT"S"-ის მიხედვით საწვავის ფასები მნიშვნელოვნად გაძვირებულია. 1 იანვრიდან დღემდე საშუალოდ 200 დოლარია ტონაზე მომატებული. ეს საკმაოდ სერიოზული მატებაა. სწორედ ამ ფაქტორმა, ლარის კურსის გაუფასურებასთან ერთად განაპირობა ადგილობრივ ბაზარზე ფასების მომატება. ეს 200 დოლარი რომ გადავიყვანოთ ლარში, შემდეგ ერთი ტონის ფასი ლიტრაზე რომ გადავიყვანოთ, ვნახავთ, რომ გაცილებით მეტად უნდა ყოფილიყო მომატებული ფასები, ვიდრე ჩვენთან საწვავი გაძვირდა“, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.  
"ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" თავმჯდომარის თქმითვე, კომპანიებს მარაგები აქვთ და მათ საერთაშორისო ბაზარზე ფასების კორექტირებაზე რეაგირება მყისიერად არ შეუძლიათ.
„კომპანიებს მარაგები აქვთ და როდესაც გაიაფებაზეა საუბარი, მათ არ შეუძლიათ მყისიერად შეამცირონ ფასები, რადგან უფრო მაღალ ფასად აქვთ ნაყიდი. იმ ვითარებაში, როდესაც საერთაშორისო ფასები მნიშვნელოვნადაა მომატებული, ხოლო ლარის კურსი ეცემა, შესაძლოა საწვავის თვითღირებულება თითქმის იგივე იყოს, რამდენადაც დღეს ეს პროდუქტი იყიდება. თუკი ვნახავთ კომპანიების ფინანსურ ანგარიშებს, ხშირად წაგებაა დაფიქსირებული და თუ მოგებაზეა საუბარი, ეს სრულიად ადეკვატური მარჟაა. ამიტომ ნავთობიმპორტიორი კომპანიების მიმართ ბრალდებები უსაფუძვლო და არაარგუმენტირებულია“, - განაცხადა მთვრალაშვილმა.
მისივე განმარტებით, საწვავის ფასების შემდგომი კორექტირება მხოლოდ საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ვითარებასა და ლარის კურსის ცვლილებაზეა დამოკიდებული.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ნავთობიმპორტიორმა კომპანიებმა ყველა ტიპის საწვავი 5 თეთრით გააძვირეს. გუშინ კი ზოგიერთ ქსელში ფასები კიდევ 5 თეთრით გაიზარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics