03:40 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-06 14:56:03, 688 ნახვა

ეკონომიკა
„ვისოლი“ აჭარაში ახალ გაზ-გასამართ სადგურს ხსნის

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის განვითარებას და ბათუმში, აბუსერიძის 24 ნომერში მდებარე ვისოლის ობიექტზე, გაზგასამართ სადგურს ამატებს.
ახალგახსნილი ობიექტი „ვისოლის“ უკვე მეორე გაზგასამართი სადგურია ბათუმში  და 2014 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) მიღებული 65 მილიონი დოლარის სინდიცირებული სესხის ფარგლებში კომპანია გაზგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელს განავითარებს საქართველოში.

„„მოხარულნი ვართ, რომ საშუალება გვაქვს ბათუმელ მომხმარებელს დამატებითი კომფორტი შევუქმნათ  და კიდევ ერთ სადგურზე ნავთობპროდუქტების ფართო არჩევანთან ერთად ალტერნატიული, ეკოლოგიურად უსაფრთხო და ეკონომიური საწვავი შევთავაზოთ. გაზგასამართი სადგურების ქსელის გაფართოება დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე „ვისოლის“ უახლოეს სამომავლო გეგმებში შედის. ბათუმში გახსნილი ახალი ობიექტი ერთ-ერთი პირველი ობიექტია, რომელიც EBRD-ის თანადგომით იხსნება. სინდიცირებული სესხი „ვისოლის“ ამბიციურ საინვესტიციო პროგრამას მოხმარდება, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი კომპრესირებული ბუნებრივი აირის ყველაზე ფართო ქსელის შექმნას მთელი საქართველოს მასშტაბით“, - აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.
„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საქართველოს მასშტაბით უკვე 16 გაზგასამართი სადგური აქვს, აქედან 8 თბილისში, ხოლო 8 რეგიონებში. ვისოლის გაზგასამართი სადგურები აღჭურვილია უმაღლესი დონის, უახლესი ტექნოლოგიით, რაც მაღალკვალიფიციურ კადრებთან ერთად სრული უსაფრთხოებისა და მომსახურების მაღალი სტანდარტების გარანტიაა.
 
„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში და ნავთობპროდუქტების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. 2014 წლის თებერვლიდან „ვისოლის“ ქსელში ბერძნული „ეკოს“ საწვავპროდუქტების რეალიზაცია დაიწყო.  ვისოლი ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში და უმაღლესი ხარისხის საწვავისა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics