23:40 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 19:57:59, 543 ნახვა

ეკონომიკა
მერიის მომსახურე ბანკის გამოსავლენად გამართულ კონკურსში „ლიბერთი ბანკმა“ გაიმარჯვა

თბილისის მუნიციპალიტეტის მომსახურე ბანკის შესარჩევი განმეორებითი კონკურსი საკონკურსო კომისიამ მიმდინარე ანგარიშზე, ეროვნულ ვალუტაში არსებულ ნაშთზე ყველაზე მაღალი საკონკურსო წინადადების წარმომდგენი საბანკო დაწესებულება გამოავლინა.

მერიის ინფორმაციით, განმეორებითი კონკურსი 2015 წლის 29 აპრილს ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ექვსმა პრეტენდენტმა მიიღო. კერძოდ: ბანკმა „რესპუბლიკა“, „ლიბერთი ბანკმა“, „ქართუ ბანკმა“, „საქართველოს ბანკმა“, „ვითიბი ბანკ ჯორჯიამ“ და „თიბისი ბანკმა“. კონკურსის შედეგებით გამოვლინდა, რომ მიმდინარე ანგარიშზე, ეროვნულ ვალუტაში არსებულ ნაშთზე დასარიცხი ყველაზე მაღალი წლიური სარგებელი - 9.3% სს „ლიბერთი ბანკმა“ დააფიქსირა.

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის განმეორებით გამოცხადების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 16 აპრილის N16.01.440 განკარგულებით დამტკიცებული მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომისია თბილისის მთავრობას მიმართავს რეკომენდაციით საუკეთესო წინადადების წარმომდგენი საბანკო დაწესებულების გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ. თბილისის მთავრობა გადაწყვეტილებას უახლოეს სხდომაზე მიიღებს“, - აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics