|
2015-04-27 20:18:36, 528 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო 2013 წელს თავდაცვის სამინისტროსთვის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე კომენტარს აკეთებს
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, თავდაცვის სამინისტროსთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ოპტიკური ხაზისა და მის შესაერთებლად საჭირო აპარატურის შესყიდვასთან დაკავშირებით მომზადებული განკარგულების პროექტის თაობაზე, კომენტარს ავრცელებს. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის N2176 განკარგულებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყო 5 მლნ ლარი ოპტიკური ხაზისა და მის შესაერთებლად საჭირო აპარატურის შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად. მისი თქმით, აღნიშნული განკარგულების პროექტი მომზადდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ და გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად. „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კოორდინირებას უწევს მთლიანად საბიუჯეტო პროცესს, მათ შორის, წლიური ბიუჯეტის მომზადებას, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ ფინანსთა სამინისტრო პასუხისმგებელია ყველა სამინისტროსა და მხარჯავი დაწესებულების მიერ განხორციელებულ გადახდებზე. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ყველა სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, 2013 წელს თავდაცვის სამინისტროს მიერ არაერთხელ იქნა საკითხი დაყენებული დამატებითი თანხის გამოყოფის თაობაზე. წლის ბოლოს, არსებული ფინანსური რესურსის გათვალისწინებით, შესაძლებელი გახდა მთავრობის წინაშე დასმულიყო საკითხი სარეზერვო ფონდიდან თავდაცვის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ. „ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობის წინაშე წარადგინა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფას, აღნიშნული თანხის გამოყოფაზე გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მთავრობამ, ხოლო ამ თანხის ხარჯვის სისწორეზე პასუხისმგებელი უშუალოდ მხარჯავი დაწესებულებაა“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)