12:16 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-25 17:36:02, 889 ნახვა

მსოფლიო
ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 800-ს გადააჭარბა

ნეპალში დღეს დილით მომხდარი მიწისძვრის შედეგად ოფიციალური ინფორმაციით, 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მიწისძვრას 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა კატმანდუში.

გარდაცლილთა რიცხვი მუდმივად იზრდება. რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა ინდოეთშიც.

სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები ნეპალის მთებში დაკარგული ალპინისტების შესახებ იუწყებიან, რომლებთანაც დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

შეგახსენებთ, ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს მახლობლად ძლიერი მიწისძვრა მოხდა. დაზუსტებული მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდა 7.9 ბალს შეადგენდა. თვითმხილველთა ცნობით, დანგრეულია საცხოვრებელი შენობები და ნანგრევებში უამრავი ადამიანია მოყოლილი. ჩამონგრეულია კატმანდუს მთავარი ღირსშესანიშნაობა - 60 მეტრიანი დხარახარას კოშკი. სიტუაციას ართულებს ძლიერი განმეორებითი ბიძგები, რომელსაც დამატებით ნგრევა მოყვება. დაჭრილთა დახმარება გართულებულია, რადგან საავადმყოფოების უმრავლესობა მიწისძვრის შედეგად დაინგრა. დაზიანებულია კატმანდუს საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ბილიკი, რის გამოც მისი მუშაობა დროებით შეჩერებულია.

გარდა ამისა, მიწისძვრამ ტიბეტის მთებში ზვავების მასიური ჩამოწოლა გამოიწვია. მხოლოდ ევერესტზე 3 ზვავია ჩამოწოლილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics