|
2015-04-08 17:01:21, 699 ნახვა
სხვადასხვა
საქართველოს ბანკი აღდგომის დღეებში სერვისცენტრების მუშაობის განრიგს აქვეყნებს
საქართველოს ბანკმა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ბანკის სერვისცენტრების მუშაობის განრიგის შესახებ განაცხადა. ბანკის ინფორმაციით, 9, 10, 11 და 13 აპრილი საქართველოს ბანკის გარკვეული სერვისცენტრებისთვის, მათ შორის მეტროს სერვისცენტრებისთვის, დასვენების დღეები იქნება. მომხმარებელს ინფორმაციის მიღება, მოქმედი სერვისცენტრების შესახებ, საქართველოს ბანკის, სატელეფონო მომსახურების ცენტრში 2444444 ნომერზე დარეკვით შეეძლება. შაბათს, 11 აპრილს, ბანკის ყველა სერვისცენტრი იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში, დილის 10:00 საათიდან, დღის 14:00 საათამდე, ხოლო მეტროს და Express ბანკის სერვისცენტრები დილის 10:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე. მომხმარებელს, რომელსაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვს 9 ან 10 აპრილი საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შეტანა შეუძლია 14 აპრილს. საქართველოს ბანკის სატელეფონო მომსახურების ცენტრი 11 აპრილის 22:00 საათიდან 13 აპრილის 10:00 საათამდე, არ იმუშავებს. დანარჩენი დღეები ჩვეულ 24 საათიან რეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი. 14 აპრილიდან საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრი, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)