|
2015-04-04 11:58:39, 645 ნახვა
სამხედრო
43-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა უკვე ავღანეთშია
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა უკვე ავღანეთშია. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბატალიონს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე და აშშ-ს არმიის ტაქტიკური დაჯგუფება "სოლიდის" მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ზაქარია მილერი დახვდნენ. ქართველი სამხედროები აშშ-ის არმიის სარდლობის დაქვემდებარებაში "მტკიცე მხარდაჭერის" სამშვიდობო მისიას 6 თვის მანძილზე შეასრულებენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, როტაციის წესით, V ქვეითი ბრიგადის 51-ბატალიონს ჩაანაცვლებს. მისიის გადაბარების ოფიციალური ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მოგვიანებით გაიმართება. 43-ე ბატალიონთან ერთად სამშვიდობო მისიაში პირველად ჩაერთვება ეროვნული გვარდიის გაძლიერებული ოცეული. ქართველი სამხედროები 6 თვის განმავლობაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, სრული სპექტრის ოპერაციებს განახორციელებენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)