09:29 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-03 15:40:32, 626 ნახვა

ეკონომიკა
PSP-მ პოლიეთილენის პარკები ბიოდეგრადირებადით სრულად ჩაანაცვლა

კომპანია PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაა რომელმაც პოლიეთილენის პარკები ბიოდეგრადირებადი პარკებით სრულად ჩაანაცვლა.

პოლიეთილენით გარემოს დაბინძურების პრობლემა მთელ მსოფლიოსთვის აქტუალურია და მათ შორის საქართველოსთვის. პოლიეთილენის პარკის გარემოში დაშლას ასეულობით წლები სჭირდება და დიდ ზიანს აყენებს გარემოს. ბიოდეგრადირებადი პარკი კი 3-6 თვიდან იწყებს გარემოში დაშლას.

„PSP, როგორც ინოვაციური კომპანია, რომელიც ქართულ საქმეს ვაკეთებთ, ვცდილობთ ვიზრუნოთ გარემოზე და პირველნი გამოვეხმაურეთ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინიციატივას. ჩვენს მთლიან ქსელში, რომელიც 200-მდე აფთიაქს მოიცავს და ყოველთვიურად 2 მლნ მომხმარებელს ემსახურება, მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პარკი იქნება გამოყენებული. ეს ინოვაციური მიდგომა საშუალებას მოგვცემს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ გარემოსდაცვით საქმეში“, - აცხადებენ PSP-ში.

სააფთიაქო ქსელს დღეს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი სტუმრობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics