13:01 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-04 12:20:29, 1124 ნახვა

კომენტარი
მეჭიაური: დავუკავშირდი იგორ მოროზოვს, ის ცდილობს სოფელ ქვეშის მკვიდრის დაკავების დეტალებში გაერკვეს

პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი თამაზ მეჭიაური „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სოფელ ქვეშში რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის საქმესთან დკავშირებით, ბათუმში მყოფ რუსეთის დუმის დეპუტატს იგორ მოროზოვს დაუკავშირდა.

მეჭიაურის განცხადებით, იგორ მოროზოვი დაკავების დეტალებში გარკვევას ცდილობს.

„როგორ ფიქრობთ, ორ რუს დეპუტატთან საუბრისას ამხელა პრობლემა გადაიჭრება? თავისთავად ცუდია ჩვენი ქვეყნის მოქალაქის დაკავება და უნდა დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი. აბაშიძე-კარასინის ფორმატი ძალიან სუსტია.  თავისთავად, ცუდია, რომ ჩვენს ქვეყანაში უცხო ქვეყნის სამხედრო ფორმირებები არიან. აუცილებლად უნდა აღვადგინოთ რუსებთან კავშირი და არ უნდა გვქონდეს მათთან თუნდაც დიპლომატიური კავშირის გაწყვეტა. მე დავუკავშირდი ბათუმში მყოფს რუს დეპუტატს იგორ მოროზოვს, რომელიც დაუკავშირდება თავის წარმომადგენელს და მითხრა, რომ აუცილებლად გაერკვევა სოფელ ქვეშიდან საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტში“, - აცხადებს მეჭიაური.

შეგახსნებეთ, რომ დღეს რუსმა სამხედროებმა სოფელ ქვეშის მკვიდრი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით  დააკავეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics