10:34 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-23 15:52:42, 572 ნახვა

რეგიონი
სოფელ უდაბნოს მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ   საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი გააცნო.

პროექტი სადაწნეო მაგისტრალის მშენებლობას, სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების რეაბილიტაციას, საქლორატოროსა და ახალი გამანაწილებელი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.

სოფელ უდაბნოს მოსახლეობას  ცენტრალიზებული წყალმომარაგება არასდროს ჰქონია და მოსახლეობას ასეულობით მეტრის გავლა უწევდა სასმელი წყლის მოსამარაგებლად. პროექტის განხორციელების შედეგად, სოფელ უდაბნოში წლების განმავლობაში არსებული რობლემა საბოლოოდ მოგვარდება და 1000-ზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია. სამსენებლო სამუსაოები  2016 წლის ივლისში დასრულდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics