|
2016-02-15 18:34:34, 697 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდის გამგეობამ სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების განცხადებები განიხილა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურმა კომისიამ, დღეს პირველი სხდომა გამართა და 26 ბენეფიციარის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების თხოვნით განცხადებები განიხილა. სხდომას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანია უძღვებოდა. 26 მოქალაქემ მუნიციპალიტეტის გამგეობას საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების თხოვნით განცხადებით მიმართა. 9 ბენეფიციარის მოთხოვნა 500 ლარიანი დახმარების მიღებაზე დაკმაყოფილდა. დანარჩენი განცხადებები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების სხვადასხვა პროექტებით დაკმაყოფილდება. “ჩვენ დიდი შრომა გავწიეთ და თითოეული ბენეფიციარის მდგომარეობა ადგილზე გადავამოწმეთ, არ დაგვიტოვებია არცერთი ოჯახი, რომელიც ჩვენგან, გამგეობისგან დახმარებას საჭიროებდა. მუნიციპალიტეტის გამგეობა ყოველთვის მზადაა დაეხმაროს სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს და გააუმჯობესოს მათი ეკონომიკური მდგომარეობა“ - განაცხადა გიზო სართანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)