13:01 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 13:46:30, 343 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე მოსაზრებას სიის გამოქვეყნების შემდეგ ვიტყვი

საქართველოს იუსტიციციის მინისტრი თეა წულუკიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებზე, სიის გამოქვეყნებამდე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ, რაც  კანდიდატების, ან კანდიდატის ვინაობა ოფიციალურად გახდება  ცნობილი, საკუთარ მოსაზრებას დააფიქსირებს.

"რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფოებრივი პოზიცია დაიჭირა.  მიუხედავად იმისა, რომ მას ეს კანონით არ ევალებოდა და იმ მოწოდებას,  რომელიც წლის ბოლოს გავაკეთე,  დადებითად გამოეხმაურა და მმართველ კოალიციასთან, უმრავლეოსობასთან, არასამთავრობო სექტორთან დაიწყო კონსულტაციები და ამ კვირის ბოლოს უნდა დამთავრდეს და ის საჯაროდ გვეტყვის რომელ კანიდატურებზე,  ან კანდიდატზე შეჯერდა. რომელიმე კანდიდატს ღიად მხარს არ დავუჭერ,  რადგან არ იქნება სწორი, თუმცა  როცა სია გამოქვეყნდება კანდიდატების,  თუ იქ რამდენიმე კანდიდატი იქნება,  თითოულ მათგანზე ჩემი მოსაზრებები მექნება და სიის გამოქვეყნების შემდეგ  თითოეულ კანდიდატზე მე ჩემს  მოსაზრებებს ვიტყვი",-განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics